Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლექცია იაპონური მენეჯმენტის შესახებ

28 მარტს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი, ბატონი მასაში დატე (Masashi Date), რომელმაც სტუდენტებისათვის წაიკითხა იაპონური მენეჯმენტის თავისებურებებისა და თანამედროვე ფორმების შესახებ ლექციათა კურსის პირველი ლექცია.

ლექციის დასრულების შემდეგ, იაპონელი სტუმარი მიიღო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.

2024 წლის გაზაფხულის სემესტრში, ბატონი მასაში დატეს მომდევნო ლექციები გაიმართება თსუ მე-10 მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

11 აპრილი, 14:00 სთ.

16 მაისი, 14:00 სთ.

30 მაისი, 14:00 სთ.